პოსტკოვიდიანი პირების სარეაბილიტაციო კურსი აბასთუმანში

May 6, 2021

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში პოსტკოვიდიან პირების 20 დღიანი უფასო სარეაბილიტაციო კურსი მიმდინარეობს. ამ დროისთვის კურსი 30-მდე პირმა უკვე გაიარა და კლინიკაში 20-მდე პირი რჩება. ინფორმაციას გვიდასტურებს ფილტვის ცენტრის დირექტორი რევაზ ჟღენტი.

ირმა მანველიშვილი ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელმაც სარეაბილიტაციო კურსი გაიარა. ამბობს, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ, რამდენიმე თვე თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის შემდეგაც ფილტვის ცენტრში 20 დღიანი კურის გაიარა.

აბასთუმანში ფილტვის ცენტრში კოვიდგადატანილი პირებისთვის სარეაბილიტაციო პროცესი 23 აპრილს დაიწყო. დირექტორის თქმით, დაინტერესება მაღალია და სარეაბილიტაციო კურსის მსურველებს კიდევ ელოდებიან.

სულ ცენტრში ერთდროულად 100 პაციენტის მიღება შეუძლიათ. პროგრამა ხელმისაწვდომია წლის ბოლომდე. 

ამავე თემაზე: სარეაბილიტაციო კურსი კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის — აბასთუმანი