ფოტო: pravoslavie.ru
ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“მსგავსი სისულელე არ მითქვამს” – გვეუბნება მიტროპოლიტი ნიკოლოზი 29 აპრილს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან თქვა: “გვქონდა ჩვენ შემთხვევა, როცა სახალხო დამცველის აპარატმა დედას და მამას 9 შვილი წაართვა.”
ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად განიხილება ნინოწმინდის ბავშთა პანსიონატის საქმე, სადაც სახალხო დამცველს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს არ ეძლევათ შესვლის და მონიტორინგის უფლება.
მაშინ , როდესაც პანსიონატის ხელმძღვანელი, სხალთის მიტროპოლიტი სპირიდონი მიუწვდომელია და არც საპატრიარქოში აკეთებენ კომენტარს, ჩვენ შეფასებისთვის ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ, ნიკოლოზს დავუკავშირდით. თუმცა მეუფე ნიკოლოზის მიერ გაკეთებული კომენტარები 2 კვირიან ინტერვალში შეიცვალა.
გთავაზობთ ვიდეოს
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ მეტი ინფორაცია შეიტყვეთ ბმულებზე:
მიუხედავად გაეროს განცხადებისა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ომბუდსმენს არ უშვებენ
«შეუვალი» პანსიონატი ნინოწმინდაში
PHR-მ დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვისთვის სასამართლოს მიმართა
«ესენი სახლშიც კი არ უნდა შეუშვა» — მეუფე სპირიდონი ომბუდსმენზე
სახალხო დამცველის აპარატს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არ უშვებენ