ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
რატომ მოექცა მეფე ერეკლე ევროპელთა ყურადღების ცენტრში, რას წერდნენ ევროპული გაზეთები მეფე ერეკლეს შესახებ, ქართველი მეფეების და ევროპელი მონარქების ურთიერთობა, ქართველები ევროპაში – ამ საკითხებზე დღეს ევროპის დღეების ფარგლებში საჯარო ონლაინ ლექცია კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა და პროფესორმა, გიორგი კალანდიამ გამართა.
ლექციის ფარგლებში გიორგი კალანდიამ დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრა ქართველ მეფეთა და ევროპელ მონარქთა ურთიერთობების შესახებ.
სერია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპულ ღირებულებებზე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის დღეების აღნიშვნა საქართველოში 9 მაისიდან დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებათა ციკლი უკვე მეორე წელია ონლაინ მიმდინარეობს.
__________________________________________________
პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.