ფოტო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
ახალციხეში 12 მილიონ ლარამდე ღირებულების სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით პროექტით გათვალისწინებულია ასევე ღია კაფისა და მცირე მაღაზიის მშენებლობა, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი.
აღნიშნული სამუშაოები კომპანია “ნანთონ სანძიენ ჯორჯიამ” 18 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებზე 30–დან 80–მდე ადგილობრივი დასაქმდება. სპორტული კომპლექსი 10 257 კვ.მეტრზე განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა. წელს კი კომპანისთან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 11 404 195 ლარზე გააფორმა.