ბორჯომში, მინერალური წყლის ჩამომსხმელ კომპანიის წარმომადგენლები სამცხის დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილს შეხვდნენ. ობოლაშვილის თქმით, კომპანია თანახმაა დათმობაზე წავიდეს და გაფიცული თანამშრომლების ნაწილს ხელფასები გაუზარდოს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა ქარხნების თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის მოხდეს მოლაპარაკება, რადგან თუ საწარმოს თანამშრომლები არ ეყოლება შესაბამისად იძულებული გახდება დაიხუროს, თუნდაც დროებით.
საუბარია ბორჯომში ჩამოსასხმელი წყლის ორი ქარხნის 350-მდე გაფიცულ თანამშრომელზე, რომლებიც ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და აქციას მართავენ.
ბორჯომის მინერალური წყლის ჩამომსხმელმა ქარხნებმა მუშაობას შეწყვიტა, შესაბამისად 700-მდე დასაქმებული თანამშრომელი დროებით უმუშევარი რჩება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ჩამოსასხმელი ორი ქარხნის 350-მდე თანამშრომელი უკვე მეორე დღეა გაიფიცა. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათივე თქმით, საპროტესტო აქციას მანამ გაავრცელებენ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.