სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პასნიონატში მონიტორინგის მიზნით კიდევ ერთხელ მივიდნენ. მიუხედავად გაეროს ბავშვთა კომიტეტის განცხადებისა, მათთვის კარი არც ამჯერად გაიღო მიზეზი უწინდებურია: “ხელმძღვანელის მითითებაა ასეთი”, – ამის შესახებ ომბუდსმენი წერს.
«შეუვალი» პანსიონატი ნინოწმინდაში
“სახალხო დამცველის აპარატისთვის განმეორებითი ხელშეშლის ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან, უგულებელყოფს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 56 არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს, რადგან ფაქტობრივ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენი აღნიშნულ პანსიონატში 15 აპრილსაც იმყოფებოდა, თუმცა არ შეუშვეს და მიზეზად მეუფე სპირიდონის განკარგულება დაასახელეს.
მიუხედავად გაეროს განცხადებისა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ომბუდსმენს არ უშვებენ
აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.
«დიდი ზომის ბავშთა სახლი არ არის ის გარემო, სადაც ბავშვი უნდა იზრდებოდეს » — UNICEF