ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ქალები მედიაში, დილემები, გამოწვევები, ინტერესთა კონფლიქტები, სტერეოტიპები – საკითხებზე ქართველი ჟურნალისტებისთვის ტრეინინგს არასამთავრობო ორგანიზაცია მერკური მართავს. მას თსუ-ს პროფესორი, მედიაექსპერტი ნათია კუპრაშვილი უძღვება.
საერთაშორისო პრაქტიკა და ქართული ჟურნალისტიკის მაგალითები, კაზუსები და პრაქტიკული სავარჯიშოები – სამი დღის განმავლობაში 20-მდე მონაწილე ინტენსიურ სწავლებას გადის.
მედია ექსპერტი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის დამფუძნებელი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მედიაში დასაქმებული ქალების პრობლემები გაზრდილია. ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხზე პრევენციულად საუბარი.
“ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ევროპულ მოდელს, თუ როგორ არის ასახული მედიაში გენდერული ბალანსი,” ამბობს ასოციაცია “მერკურის” ხელმძღვანელი, ნანა თოდუა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ლევან ურიდია ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილეა. მისი თქმით ქალთა მიმართ ძალადობა და არასრულწლოვანთა ძალადობა აქტუალური პრობლემაა და შესაბამისად საჭიროა ჟურნალისტებმა იცოდნენ სწორი ხედვები და მაგალითები.
პროგრამით გათვალსიწინებულია ესტონელი ექსპერტების ჩართულობა.