ადიგენის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელების ერთი ფაქტი გამოვლინდა. დაავადებული ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც ტკიპამ უკბინა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი, ბესო ბურჯალიანი გვიდასტურებს.
“პირი, როცა საავადმყოფოში მიიყვანეს ცხელების დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა. მალევე თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს,” – ამბობს ბურჯალიანი.
საჭირო ინფორმაცია ყირიმ კონგოს შესახებ — ინტერვიუ ანაიტ ლოკიანთან
ყირიმ-კონგოს ცხელების შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებენ იაშვილის კლინიკაშიც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ “პარასკევს აღებული ანალიზებით ცხელება დაუდასტურდა და ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.”
როგორია ამ დროისთვის პირის მდგომარეობა? ინფორმაციის მიღებას საავადმყოფოდან, ამ დრომდე ველოდებით.
რა არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და როგორ ავიცილოთ თავიდან?