კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო ახალციხეში, ახალქალაქში და ბორჯომში მდებარე ოთხი სკოლა დისტანციურზე, ერთი კი ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა. ინფორმაციას საგანმანათლებლო რესურსცენტრებში გვიდასტურებენ.
ახალციხის სამ სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა, ამათგან ორი დისტანციურ, ერთი კი – შერეულ, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა.
ახალქალაქის რესურსცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, სოფელ ჩუნჩხას საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა დისტანციურად 31 მაისამდე განაგრძობს სწავლებას.
რაც შეეხება ბორჯომს, აქ კოვიდინფიცირებული 1 სკოლის 2 მასწავლებელია, რის გამოც სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლა დისტანციურად ისწავლის, ასევე 31 მაისამდე.
დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სწავლის პროცესი აუდიტორიულ რეჟიმში მიმდინარეობს.