ბორჯომის ჩამოსასხმელი #1 და #2 ქარხნის თანამშრომლების პროტესტის მეშვიდე დღე – პროტესტი გრძელდება და ბორჯომის მერიის წინ აქცია ანონსდება.
გაფიცულების მოთხოვნები უცვლელია, ისინი კვლავ ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათივე თქმით, ამ დრომდე კომპანიის ხელმძღვანელები არ დაკავშირებიან და ისინი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან.
ბორჯომის ქარხნებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს — 700-მდე თანამშრომელი დროებით უმუშევარი რჩება
კომპანიაში გვითხრეს, რომ განცხადებას თავად გაავრცელებენ და მანამდე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ჩამოსასხმელი ორი ქარხნის 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათივე თქმით, საპროტესტო აქციას მანამ გაავრცელებენ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.