ახალციხეში და მიმდებარე 20 სოფელში გარე განათების სამონტაჟო სამუშაოებისთვის 300 ათას ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. ტენდერები უკვე გამოცხადებულია. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
გარე განათების სამონტაჟო სამუშაოებისთვის ტენდერი ახალციხის მერიამ სამ ნაწილად გამოაცხადა.
1. სოფლებში: აბათხევში, დიდი პამაჯში, პატარა პამაჯში, ორალში, წირაში, სხვილისში, ყულალისში, წყალთბილაში და ჯულღაში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის 110 ათას ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება.
2. სოფლების: აგარის, ფერსის, კლდის, ჭვინთის, მუგარეთის გარე განათების მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფისთვის – 111 ათას ლარზე მეტი.
3. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭაჭარაქში, მინაძეში, ურაველში,წყორძაში, ხეოთში და ღრელში იმავე სამუშაოებისთვის მერია 92 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს.
მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ პრიორიტეტები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” ადგილობრივებთან შეხვედრის საფუძველზე შეირჩა.
მათივე ინფორმაციით სამუშაოებისთვის გამოყოფილ თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან , ნაწილი კი – “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” გამოიყოფა.
სამივე ტენდერში განცხადებების მიღება იწარმოებს 28 მაისიდან 31 მაისამდე. სამუშაოები კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირის ვადაში უნდა განახორციელოს.