სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს პანსიონის ხელმძღვანელი სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი კამერების წინაშე უსვამს კითხვას უნდათ თუ არა მათ დაწესებულების დატოვება. ამავე ვიდეოში ჩანს თუ როგორ ატირდა ბავშვი ამ პროცესში.
ვიდეოში ასევე იდენტიფიცირებულია ბავშვების პერსონალური მონაცემები. მასალაში ჩანს, თუ როგორ უკავშირდება მეუფე სპირიდონი კამერების წინაშე ერთ-ერთი ბავშვის მშობელს და ასევე საჯაროს ხდის მის ტელეფონის ნომერს.
ჩვენი რედაქცია გამიზნულად იკავებს თავს ამ ვიდეო კადრების გავრცელებისაგან.