ახალციხეში გარდაცვლილი ახალგაზრდა ექთნის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის ადვოკატები ახალ გარემოებებზე საუბრობენ. ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, იმუნიზაციის ოთახის შესწავლის საფუძველზე გამოვლინდა, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი არ გაუკეთდა. გაუკეთდა დექსამეტაზონი ისიც არაპასუხისმგებელი პირის მიერ, ხოლო პასუხისმგებელი პირები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
გაუკეთდა თუ არა თავის დროზე გარდაცვლილს ადრენალინი ? კითხვით ჩვენ კლინიკა “იმედის” დირექტორს, გიორგი ბარძიმაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, ყველა სახის მასალა იქნება ეს სამედიცინო დოკუმენტაცია თუ სხვა გადაგზავნილია შესაბამის ორგანოში და ელოდებიან გამოძიების დასრულებას.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ შეუძლოდ გახდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ფოტო: TV9