საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პარტია “ლელო-დან” ანა ნაცვლიშვილი ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პანსიონის ტერიტორიაზე მისვლა სრულად გაუგებარი როლით მოხდა.
მისივე თქმით, პარლამენტის ფუნქცია არის ზედამხედველობა და არა მორიგება, ან საკითხების დალაგება.
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრები “ქართული ოცნებიდან” ბექა დავითულიანი და შალვა პაპუაშვილი ნინოწმინდაში იმყოფებიან. ბექა დავითულიანმა რუსთავი 2-თან განაცხადა, რომ კოლეგასთან ერთად პანსიონში დარჩენას აპირებდა და “სასულიერო პირებთან, აღსაზრდელებთან და პერსონალთან ერთად იმუშავებდა ბავშვების უფლებების დაცვისთვის.”