ადიგენში, სოფელ უდეში 28 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მიზეზი პოლიციელის დაუმორჩილებლობაა.
აღნიშნულს უარყოფენ დაკავებულის ოჯახის წევრები. ადვოკატი, მუხრან ღურცკაია “სამხრეთის კარიბჭესთან” ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლები ავიწროვებდენ და რეგიონის დატოვებას სთხოვდნენ. ამის გამო ოჯახმა სახალხო დამცველსა და გენერალურ ინსპექციასაც მიმართა.
დღესვე დაკავებულის მამა ახალციხის პოლიციის ეზოში შეუძლოდ გახდა. იგი ახალციხის კლინიკა “ევექსში” იმყოფება. როგორც TOK TV-ს კლინიკაში ეუბნებიან მისი მდგომარეობა სტაბილურია.
თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook გვერდს.