ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, შინაური ცხოველის ძაღლის და კატის ყოლის წესი განსაზღვრა. რეგულაცია 7 მუხლისგან შედგება და აღწერილია ის ვალდებულებები და უფლებები, რომელიც აქვს ცხოველს და მის მეპატრონეს.
გადაწყვეტილების მიხედვით, პირს უფლება აქვს შინაური ცხოველი იყიდოს, მიიღოს საჩუქრად, გადაეცეს მემკვიდრეობით და ა.შ იმ შემთვევაში თუ უზრუნველყოფს ცხოველის სათანადო კვებას და დარწყულებას, შეუქმნის კეთილსაიმედო გარემოს, მოუწყობს საძილე გარემოს და ა.შ
ასევე, მეპატრონე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯოს ცხოველი, ჩაუტარის იმუნიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებები და სავალდებულო ვაქცინაიცა.
დაუშვებელია ცხოველებისათვის დამახასიათებელი ჩვეული და ინსტიქტური ქცევის შეზღუდვა, ადამიანებთან და მისივე სახეობის ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფებს.
წესების დარღვევის შემთვევაში დამრღვევი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი შესაბამისი მუხლებით.
ვრცლად ნახეთ: ( დააჭირეთ აქ )