ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მერია 700 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა გამოქვეყნებული.
ტენდერი ორ ეტაპად არის გამოცხადებული. პირველ ეტაპზე 2021 წლის ბიუჯეტიდან 480 ათას ლარზე მეტის გამოყოფა, ხოლო 2022 წლის ბიუჯეტიდან 238 ათას ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. შესაბამისად ტენდერში მონაწილეობის მსურველმაც ხარჯები ორ წელზე უნდა გადაანაწილოს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან თანხის ნაწილი სახელმწიფო, ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. სამუშაოების შესასრულებლად პრეტენდენტს 8 თვე აქვს .
განცხადების მიღება იწარმოებს 19 დან 24 ივნისამდე.