„ჩემი ხმა ვარძიას“ – ახალი კამპანია „საყდრისის კომიტეტისაგან”, რომელიც მიზნად ისახავს ვარძიისთვის ახალი ტიტულის, ევროპის რჩეული ძეგლის სტატუსისთვის ხმების მობილიზებას. ამის შესახებ, საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის წერს. ვარძიამ უკვე მიიღო ორგანიზაცია “ევროპა ნოსტრას” აღიარება.
პარიზის კონგრესის სასახლეში ევროპის რჩეული ძეგლი 2021 წლის 23 სექტემბერს გამოვლინდება, მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ხმის მიცემა 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.
ხმის მიცემა https://vote.europanostra.org/
ხმის მიცემის პროცედურა:
- ხმა უნდა მისცეთ სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 3 სხვადასხვა პროექტს;
- პირველად ხმა მიეცით ვარძიის პროექტს. ამ შემთხვევაში ის შეფასდება 3 ქულით. თქვენს მიერ შერჩეული მეორე პროექტი მიიღებს 2 ქულას, ხოლო მესამე – 1 ქულას;
- თქვენი არჩევანის გაგზავნამდე სპეციალურ ველში შეავსეთ სათანადო მონაცემები;
- ხმის მიცემისას შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი თქვენი რჩეული პროექტის შესახებ;
- ხმის მიცემის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც უნდა დადასტურდეს. (შეტყობინება შამოწმეთ”spam”-ის ველშიც;)
- ხმის მიცემის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 სექტემბერი;
- ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.