Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა – შეხვედრა ახალგაზრდებთან

June 25, 2021

დეზინფორმაციის მზარდი ნაკადის და ანტიდასავლური გზავნილების ფონზე ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ არაერთი საინფორმაციო შეხვედრა, ტრეინინგი, სასწავლო ტური ხორციელდება, როგორც მთავრობის ისე არასამთავრობო სექტორის მიერ.

ამავე მიზნით, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს უმასპინძლა. მათთვის საინფორმაციო ტური მოეწყო.

შეხვედრაზე თამარა წულეისკირმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით ცენტრის აქტივობებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებით ეთნიკური მოსახლეობით დასახლებული რეგიონებიდან ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

თეონა ზურაბაშვილი

__________________________________________________

პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.