ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ “მდუმარე აქცია” მიმდინარეობს, ამის პარალელურად ქაშუეთის ტაძრის მიმდებარედ მოწინააღმდეგე ჯგუფების წარმომადგენლები კონტრაქციაც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს “არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.“
რა სხვა მექანიზმებით აპირებს შსს მშვიდობიანი მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლების დაცვას და სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებას? კითხვით ჩვენ შსს-ს პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც გვიპასუხეს: “ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით.”