რამდენი ათასი დოლარი გადაიხადეს წინასაარჩევნოდ პოლიტიკურმა პარტიებმა სოციალური ქსელების რეკლამებში და რომელ მედია პლატფორმებს იყენებენ ჯავახეთის მოსახლეობა
სამართლიანი არჩევნების 2020 მონიტორინგის მიხედვით პოლიტიკურმა პარტიამ “ევროპულმა საქართველომ” სოციალურ მედიაში რეკლამების განთავსებისთვის 205 ათას დოლარზე მეტი გადაიხადეს. მას მოყვება ლელო 150 ათას დოლარზე მეტი და ქართული ოცნება, რომელმაც სოც მედიაში 124 ათას დოლარზე მეტი გადაიხადეს.
რა მიზნებით იყენებენ სოციალურ მედიას პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებული ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები – ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების მონიტორინგშია საუბარი, რომლის პრეზენტაციაც დღეს ახალციხეში გაიმართა.
პროექტის ოფიცრის, ნინო გვილიას თქმით, მონიტორინგმა აჩვენა რომ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა აქტიურად იყენებს რუსულ მედია პლატფორმებს, რომელიც მათთვის ერთ-ერთი საინფორმაციო წყაროა, რაც თავის მხრივ ზრდის დეზინფორმაციის და არასწორი ინფორმაციის გავრცელების რისკებს.