დეზინფორმაცია, ანტიდასავლური გზავნილები და ევროატლანტიკური კურსი – სემინარი ვეტერანებისთვის

July 9, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის დახმარების პროექტები და ინტეგრაციის პროცესში მიღებული სარგებლი, ნატო-ს მიზნები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები – ამ თემებზე  ვეტერანებს ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში ინფორმციას ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით დარგის სპეციალისტები აწვდიდნენ. სემინარს 35 ვეტერანი ესწრებოდა.

ამავე შეხვედრაზე ფონდი -“ღია საზოგადოების” წარმომალდგენელმა ვანო ჩხიკვაძემ ევროკავშირის ისტორიული განვითარების, მისი ინსტიტუციონალური მოწყობის და ევროკავშირის დღევანდელი გამოწვევების შესახებ ისაუბრა. 

ანტიდასავლური პროპაგანდა, მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები, ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის გზავნილები იყო მთავარი განსახილველი საკითხები „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით ძიძიშვილის გამოსვლაში.

 სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

__________________________________________________

პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.