კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საჭიროა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა სოციალური ქსელით გავრცელებულ ტყუილებს.
მისივე თქმით, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ნულის ტოლია.
“ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ვაქცინაციაზე და ვაქცინებს თობაზე. მინდა ვთხოვო მოსახლეობას დავუჯეროთ მხოლოდ მეცნიერებს და არა Facebook-ის საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს და ჭორს. აცრის შემდეგ გარდაცვალება არის პრაქტიკულად გამორიცხული.”
აქვე გეტყვით, რომ საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო 4 სახეობის ვაქცინაა ხელმისაწვდომი. “ფაიზერი” , “ასტრაზენეკა” , “სინოფარმი” და “სინოვაკი”. ოთხივე მათგანს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია აქვს მიღებული.