ქვეყნის მასშტაბით გეგმიური ოპერაციები გადაიდო. გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდ ვითარებას უკავშირებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ახალციხეში ყოფნისას ისაუბრა.
დღესვე ტიკარაძემ გადატვირთული კლინიკების გამო კოვიდსასტუმროების ამუშავებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საშაულო სიმძიმის პაციენტებს, რომლებიც ახლა საავადმყოფოებში იმყოფებიან კოვიდკლინიკაში გადაიყვანენ, რათა საავადმყოფოებში ადგილები მძიმე პაციენტებისთვის გამოთავისუფლდეს.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე რეგიონში კოვიდსასტუმროები აღარ ფუნქციონირებს, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათი მოწყობის შესახებ. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებად აბასთუმნის ფილტვის ცენტრი განიხილება.
კითხვაზე: თუ რითი ხსნის ჯანდაცვის მინისტრი იმ ფაქტს, რომ სამცხე-ჯავახეთი ვაქცინაციის პროცესის მხრივ რეგიონებში ბოლო ადგილზეა? ტიკარაძე შემდეგნაირად გვპასუხობს
25 ივლისის, ოფიციალური მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში სრულად ვაქცინირებული 1 063 პირია. ამასთან დღეს და გუშინ ახალციხის კლინიკა ევექსში 140-ზე მეტი მოქალაქე “ფაიზერით” აიცრა.
ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე – ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში 1 პირი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში, საქართველოში კორონავირუსის 3 666 შემთხვევა გამოვლინდა, ამათგან 39 სამცხე-ჯავახეთშია.