- ბორჯომის მერობის კანდიდატის და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ არბოლაშვილის 2018 წლის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ბორჯომში 4 მიწის ნაკვეთის და 3 საცხოვრებელი სახლის მფლობელია.
ასევე, იგი ფლობს 4 ავტომანქანას, რომელთაგან 1 სატვირთოა. მათი ღირებულება 3 000 – 7 000 დოლარამდე მერყეობს.
არბოლაშვილს პარტიებისთვის შეწირულობები არ უფიქსირდება.
2. შეწირულობები არ უფიქსირდება არც ახალქალაქის მერობის კანდიდატს, მელქონ მაკარიანს.
მის მიერ შევსებული, 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, იგი მხოლოდ 6 000 დოლარის ღირებულების სატვირთო ავტომობილს ფლობს.
3. რაც შეეხება ასპინძის მერს, რომელიც კვლავაც მერობისთვის იბრძოლებს, “მიწის რეფორმის” ფარგლებში ასპინძაში მიღებული აქვს 1 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მეუღლეს, მაკა ბერიძეს საკუთრებაში ფიქსირდება 3 მიწის ნაკვეთი ასპინძაში, 1 საცხოვრებელი სახლი და 1 კომერციული ფართი.
დეკლარაციის მიხედვით, ბერიძემ ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი 111 კვ. მეტრის ფართობი, 2012 წელს, 36 ლარად შეიძინა. პარტიების შეწირულობა არც მაგრაქველიძეს უფიქსირდება.
4. რაც შეეხება ახალციხის მერობის კანდიდატს, ირაკლი ლაზარაშვილს, მის სახელზე არც შეწირულობა და არც დეკლარაციაში ჩანაწერები ფიქსირდება.