Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

“ოცნების” მერობის კანდიდატები ჯერ გეგმებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ

July 29, 2021

“ქართული ოცნებიდან” ნინოწმინდის მერობის შენარჩუნებას მოქმედი მერი, ანივარდ მოსოიანი შეეცდება. მისის კანდიდატურა პარტიულ აქტივს უკვე წარუდგინეს. 

რა იქნება ის პირველი პრობლემა, რომელზეც აქცენტს გააკეთებს ანივარდ მოსოიანი, იმ შემთხვევაში თუ იგი არჩევნებში გაიმარჯვებს და როგორია მისი საარჩევნო მოლოდინები? მოსოიანი გვეუბნება, რომ გეგმების შესახებ მას შემდეგ გააკეთებს კომენტარს, როცა ოფიციალურად წარადგენენ. ამასთან სჯერა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს, რადგან “მოსახლეობამ უნდა დააფასოს ის, რაც გაკეთდა.” 

“რა თქმა უნდა გავიმარჯვებთ, რადგან ის ,რაც გაკეთდა დაფასებული უნდა იყოს მოსახლეობის მხრიდან. წინასაარჩევნო დაპირებები თითქმის შესრულებულია.”

ჩვენ იმავე კითხვებით დავუკავშირდით ბორჯომის და ასპინძის მერობის კანდიდატებსაც, თუმცა მათ ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს და თქვეს, რომ ჯერ ადრეა.