აბასთუმნის ფილტვის ცენტრი კოვიდკლინიკად გადაკეთდება

July 29, 2021

აბასთუმნის ფილტვის ცენტრი კოვიდკლინიკად გადაკეთდება, მიზეზი ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუციაა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის მენეჯმენტი ავრცელებს.

კლინიკის დირექტორის, რევაზ ჟღენტის თქმით, ფილტვების ქრონიკული დაავადებების და მათ შორის პოსტკოვიდური მდგომარეობების რეაბილიტაციის კურსები აღარ გაგრძელდება და კლინიკა სრულად კორონავირუსიან პაციენტებს მიიღებს.