აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს, – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
როგორც მედია პლატფორმასთან გარდაცვლილის ახლობელი საუბრობს, იგი არ გამორიცხავს, რომ ბლოგერის სიკვდილი აზერბაიჯანის მთავრობის ინტერესებს უკავშირდებოდეს. ავთანდილ მამედოვი პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.
“მამედოვის თქმით, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ბახიკანოვი უყვებოდა, რომ თბილისში ჩხუბი მოუვიდა აზერბაიჯანელების ჯგუფთან და ვარაუდობდა, რომ ეს ხალხი აზერბაიჯანის მთავრობამ მიუგზავნა. მისივე თქმით, ბლოგერი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, რადგან აზერბაიჯანის მთავრობა მას სდევნიდა და სამშობლოში დაკავებულიც იყო, ” – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
“ჰუსეინ ბაკიხანოვი 14 ივლისს, სახლის მიმდებარედ გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო,” – გვეუბნებიან შსს-ში