“ერისიონი” ახალციხეში და როგორ დაიცავს რეგულაციებს სამხარეო ადმინისტრაცია

July 30, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ქართული ცეკვის ანსამბლი, “ერისიონი” ახალციხეში კონცერტს გამართავს. ღონისძიება 31 აგვისტოს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე იგეგმება და წინასწარი ინფორმაციით უფასო იქნება.

რამდენად მართებულად მიაჩნიათ კონცერტის გამართვა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის შემთხვევების მატებას ნაწილობრივ “უაზრო აქციებს” და ხალხმრავლობას უკავშირებს ?

გუბერნატორის მოადგილე, დავით ლომიძე გვეუბნება, რომ კონცერტს კოვიდრეგულაციების დაცვით ჩაატარებენ, დაცული იქნება ყველა ის ნორმა, რაც საჯარო შეხვედრებისას არის დაწესებული. ამასთან, გააკონტროლებენ ხალხის რაოდენობასაც.

მისივე თქმით, კონცერტი “ერისიონის” ტურნეს ფარგლებში გაიმართება და ამისთვის მუნიციპალიტეტიდან თანხა არ დაიხარჯება.