Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ყველა კარგადაა – ადიგენის მერი აბასთუმანში დაზიანებული სახლის მცხოვრებლებზე

August 2, 2021

კურორტ აბასთუმანში, რუსთაველის N24–ში მდებარე სახლში შუშაბანდის ნაწილი ჩამოიშალა. ავარიულ სახლში, “სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, 7 არასრულწლოვანი ცხოვრობს.

ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კრიტიკული მდგომარეობა არ არის და მერია სწავლობს აღნიშნულ საკითხს, რის შემდეგაც მცხოვრებლებს დაეხმარებიან.

,,საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ყველა კარგად არის. სხვა საცხოვრებელ სახლში გადაყვანა არავის უთხოვია, კომისია სწავლობს და რითაც შევძლებთ დავეხმარებით,” – ამბობს ზაქარია ენდელაძე

ფაქტი 29 ივლისს მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინფორმაცია თავდაპირველად “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა.