გუშინ ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს ახორციელებს.
ამას ოფიციალური დადასტურება ჯერ არ მოჰყოლია. ნიკა გვარამიამ ეთერში დაასახელა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის და ფარულ ჩანაწერებში მონაწილე სხვა პირების ინიციალები. ერთ-ერთი ინფორმაცის შინაარსი იყო ასეთი : “მიმდინარე წლის 16 ივნისს [იგულისხმება 2020 წლის 16 ივნისი – რ.თ.] საუბარი შედგა, ერთ-ერთი მსხვილი მედიაა, გამომძიებელ ჟურნალისტს და ერთ-ერთი სააგენტოს რედაქტორს თ-ს, დაახლოებულია ხელისუფლებასთან, შორის. საუბარში თ.-მ გ.-ს განუცხადა, რომ მისმა ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, თუმცა იგი ვერ მოამზადებს სიუჟეტს, ვინაიდან მისი თქმით, ამ შემთხვევაში მარტივად გაიშიფრება ის ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა.”
“მთავარ არხზე” გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთი ფრაგმენტი “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს. ამის შესახებსახებ ინფორმაციას საკუთრივ ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს.