IRI-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 26%-ის აზრით, სწორი, ხოლო 12%-მა არ იცის/უარს ამბობს პასუხზე.
კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას „ქართულ ოცნებას“, 14 % „ნაცმოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა
საქართველოს მოსახლეობის 64%-სთვის ყველაზე მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.
მოსახლეობის 61%-ს კი მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ნახვა სურს.
მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს მთავარ პოლიტიკურ პარტნიორად აშშ-სა (60%) და ევროკავშირს (56%) მიიჩნევს. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის სხვა ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის რუსეთია (79%).
რომელ სოციალურ ქსელებს იყენებთ ყველაზე მეტად?
IRI-ს კვლევის მიხედვით,
საქართველოში მოსახლეობის 72% სოციალური ქსელებიდან ყველაზე ხშირად Facebook-ს იყენებენ.
შემდეგ მოდის Instagram და Odnoklassniki, – კვლევას IRI აქვეყნებს.
IRI-ს კითხვაზე, თუ რატომ არ წარმოაჩენს ქართული მედია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ხედვებს? – გამოკითხულთა 52% თვლის, რომ მიზეზი მმართველის პარტიის მხრიდან ზეწოლაა.
IRI-ს თქვენი აზრით, თავისუფალია თუ არა ქართული მასმედია (ტელევიზია, რადიო და პრესა) სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვისას?
გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი, თვლის, რომ ზოგჯერ კი, მას მოყვება მოდახლეობის ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ თავისუფალია, საეთოდ არაა თავისუფალი.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი — 74 პროცენტი.კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში.