ავტორი: ინგა ირიციანი — 577681889
რუსეთის მიერ საქართველოს დეოკუპაციის აუცილებლობაზე დღეს ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში ყოფნისას ისაუბრა. ” რუსეთმა უარი უნდა თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებაზე და ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას, რომელიც ხალხს ძალიან სჭირდება.”
ჩვენ კითხვაზე როგორ შეაფასებს რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში შეტანილ დეზინფორმაციას, თითქოსდა სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობა ავტონომიას ითხოვს, გვიპასუხობს, რომ ეს არის სიცრუე. მისი თქმით, ამ დღეებში რაც მან სამცხე-ჯავახეთში გაატარა, თავად დააკვირდა თუ როგორ მიმდინარეობს დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესი.
კელი დეგნანმა ასევე შეაფასა წინა საარჩევნო პოლიტიკური ვითარება და თქვა, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით ხალხი მიდრეკილია პროვოკაციული და ექსტრემისტული განცხადებების გაკეთებისკენ.