ახალციხის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ახალი ხელმძღვანელი, ყოფილი გამგებელი, ბესიკ ბლიაძეა. მას 2015 წელს, სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი და 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბლიაძე გვიდასტურებს.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის როდის დაასახელებენ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს და როდის დაიწყება მოსახლეობასთან შეხვედრები.
“ჯერ ცნობილი არ არის როდის დავასახელებთ კანდიდატებს და როდის დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან.”
ბესიკ ბლიაძე 2014 წლის ჩათვლით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. ამავე წელს მას სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი და უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, რის გამოც 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწია.
კითხვაზე რამდენად შეუშალა ხელი ამ ფაქტმა და როგორ აისახება პარტიაზე გვპასუხობს:
“უარყოფითად არ აისახება, რადგან 7 წლის წინანდელი ამბავია.”
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატები უკვე დაასახელა. ამ დროისთვის კანდიდატები დასახელებული არ ჰყავთ სხვა პარტიებს.