4 მიწისძვრა 24 საათში, მათ შორის 5.1 ბალიანი – ჯავახეთი

August 16, 2021

ჯავახეთში, ნინოწმინდის სოფელ სამებასთან 24 საათის განმავლობაში 4 მიწისძვრა მოხდა, მათ შორის ერთ-ერთი 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის. ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი წერს.

5.1 ბალიანი მიწისძვრა დღეს, გამთენიისას 05:44 წუთზე მოხდა. შემდეგ, რამდენიმე წუთში კი – 3.2 ბალიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვეუბნებიან, რომ მათთან სოფელ სამებიდან გამოძახება არ დაფიქსირებულა.

რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს გახშირებული მიწისძვრები? მოვუსმინოთ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს, რომელთან ინტერვიუ რამდენიმე კვირის წინ ჩავწერეთ.