“არასწორი პოლიტიკაა” – რესტორნები ხვალიდან 22:00-მდე იმუშავებენ

August 24, 2021

კორონავირუსის პრევენციის მიზნით მთავრობა რეგულაციებს ეტაპობრივად ამკაცრებს, დღეს ცნობილი გახდა, რომ ხვალიდან კვების ობიექტები ერთი საათით ნაკლებს, 23:00 ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

როგორ ეხმაურებიან ახალციხეში მომუშავე კვების ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებას? კანტორა 19-ის დამფუძნებელი, სოფო მიქელაძე გვეუბნება, რომ პანდემიის გამო დასუსტებული ბიზნესი ასე თუ ისე სეზონზე წამოიწია, თუმცა ეს რეგულაცია უარყოფითად აისახება.