ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებული პირები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლე, გიორგი კერატიშვილმა ისინი ბრალდებულებად სცნო და მათ 6-6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ეს ვადა უკვე 6 ამოწურულია, შესაბამისად ისინი თავისუფლები არიან. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი, რის გამოც სასამართლოს წინ დილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
ექსპერტი მედიის საკითხებში, თსუ-ს პროფესორი, ნათია კუპრაშვილი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსამართლეს გაეთვალისწინებინა მოძალადეების გათავისუფლება როგორ აისახებოდა მედიაგარემოზე, თუმცა იმ ფაქტის აღიარება, რომ სანაიას მართლაც ჟურნალისტური მოტივით დაესხნენ თავს მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას მოძალადეები 25 თებერვალს დაესხნენ თავს, როდესაც ოჯახთან ერთად გადაადგილდებოდა.