ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ახალციხეში, ზურაბ სადათიერაშვილი ამბობს, რომ მისი პარტია ერთ-ერთმა პირმა დატოვა. სადათიერაშვილი ეჭვობს, რომ მიზეზი ზეწოლაა.
სავარაუდო ზეწოლის გამო პარტიიდან აქტივისტების წასვლაზე საუბრობს ახალქალაქის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, მელიქ რაისიანიც. მისი თქმით, პარტიის წევრებზე ზეწოლას ჯავახეთის დეპუტატი, სამველ მანუკიანი ახორციელებს.
აღნიშნულის გადამოწმება ჩვენ თავად მანუკიანთან ვცადეთ, თუმცა იგი მთელი დღეა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.