გახარიას პარტიის, სიით პირველი ნომერი, მარინა აბულაძე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ახალციხის ბაღების გაერთიანების იურისტის თანამდებობიდან მოხსნეს, სასამართლოში ჩივის. აბულაძის მტკიცებით, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მისი შვილის, ლევან თათოშვილის პოლიტიკური აქტივობებია.
იგი სამსახურში აღდგენას, გაცდენილი საათების ანაზღაურებას და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ პარტია “საქართველოსთვის” აქტივისტმა, ლევან თათოშვილმა განაცხადა, რომ მხარის გუბერნატორმა მისი დედა და დეიდა დაიბარა, განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა. აღნიშნული ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე საათში პირები სამსახურიდან გაათავისუფლეს.