“როგორც საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი – ვიმედოვნებ, რომ დემოკრატიული პროცესი უზრუნველყოფილი იქნება ყველა მოქალაქისთვის.” – ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საარჩევნო პროცესის დასაკვირვებლად მე-14 საარჩევნო უბანს ეწვია.
„დღეს არის არჩევნების დღე, ეს არის ძალიან განსაკუთრებული დღე ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც ყველამ, პოლიტიკოსებმა, კომენტატორებმა სიჩუმე უნდა შეინარჩუნონ, ამომრჩეველი კი გამოვიდეს და საარჩევნო ყუთების საშუალებით დააფიქსირონ აზრი.
ბოლო კვირებში, ბოლო 24 საათის განმავლობაშიც , მნიშვნელოვანი პოლარიზაციის მოწმეები გავხდით, რაც ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია. ერთი რამ, რაზედაც ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს არჩევნებზე მისვლა და არჩევანის გაკეთება.”
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ჟურნალისტებს დაცულ გარემოში მუშაობის საშუალება ექნებათ.