“ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ვფიქრობ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ” – ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
მისივე მტკიცებით, სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშ იყო.
ჟურნალისტის დამატებით კითხვებს იცოდა თუ არა მთავრობამ, რომ სააკაშვილი ქვეყანაში დაკავებამდე 4 დღით ადრე იმყოფებოდა ან ცნობილია თუ არა გზა რითაც ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში შემოვიდა პრემიერმინისტრს არ დაუკონკრეტებია.