ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ცაცა უჩიძის შვილი მეხუთე კლასშია. პანდემიის გამო უკვე მეორე წელია სასწავლო პროცესის ნაწილს საკლასო ოთახს მიღმა, ტელეფონის ეკრანის მეშვეობით ატარებს. თუმცა განათლების მისღებად კვლავ შეძლებს სკოლაში წავიდეს, სპეციალური წესების და რეგულაციების დაცვით.
მთავრობის გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრიდან სკოლებში, ბაღებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის აუდიტორიაში დაწყება უკვე შესაძლებელია, თუმცა იმისათვის, რომ პროცესი უსაფრთხო იყოს და ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს ეპიდემიოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ – აუცილებელია ზრდასრულთა ვაქცინაცია.
ოფიციალური მაჩვენებლით საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გასული თვის დასაწყისთან შედარებით იკლებს. NCDC-ს ცნობით, ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა კიდევ 12 500-ზე მეტმა პირმა გაიკეთა. საქართველოში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 28,5 %-ია. ერთი დოზით ვაქცინირებული კი 814 851 ადამიანია
ახალციხის N6 საჯარო სკოლის დრექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გვეუბნება, რომ სკოლის პერსონალის უმრავლესობა აცირილია. ის თვლის, რომ ეფექტიანი სწავლებისთვის აუცილებელია ბავშვებმა განათლება აუდიტორიებში მიიღონ.
სწავლის აუდიტორიაში დაწყების აუცილებლობაზე იუნისეფ საქართველო აქტიურად საუბრობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს რეკომენდაციით, სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება. ახლა, როცა სკოლები უკვე იხსნება იუნისეფი მასწავლებლებს აცრისკენ, სკოლის ადმინისტრაციას კი პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.
ოფიციალური მონაცემებით, აცრილიდან აცრილზე კორონავირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა. ამირან გამყრელიძის თქმით, პანდემიის გავრეცლების პიკის დროსაც კი სრულად ვაქცინირებულებიდან ჯამურად სულ სამი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
ვაქცინირებული ზრდასრულები, ეპიდემიოლოგების თქმით, იცავენ როგორც საკუთარ თავს ისე იმ არასრულწლოვნებსაც, რომელთა ვაქცინაცია ჯერ ჯანმოს მიერ რეკომენდირებული არ არის.
პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმზე გადასული განათლება საქართველოში 4 ოქტომბრიდან კვლაბ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ბრუნდება. მიდგომის შესანარჩუნებლად, ეპიდემიოლოგების თქმით, მნშვნელოვანია წლის ბოლომდე ზრდასრულტა შორის ვაქცინირებულთა 60%-იანი მაჩვენებელი.