ახალციხის ციხის დირექტორი და “ქართული ოცნების” ახალციხის ოფისის მდივანი საჯარო მოხელეებთან ერთად ცესკოს ე.წ ფოტოებიანი სიების მიხედვით არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.
კითხვაზე თუ რას აკეთებდა დავით ტაბატაძე ადგილზე, გვიპასუხა, რომ შვებულებაშია
კითხვაზე საიდან ჰქონდათ მათ ე.წ. ცესკოს სიები ფოტოსურათებითა და კონკრეტული პირების სახელებით და გვარებით გვიპასუხა, რომ ეს უბრალო სიები იყო და ცესკოდან არ მიუღიათ.