ახალციხის N3 საბავშვო ბაღი სრულად დაიხურა, ხოლო N6 ბაღში – ერთი ჯგუფი. მიზეზი აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დადასტურებაა, – ინფორმაციას ახალციხის ბაღების გაერთიანებაში გვიდასტურებენ.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მარინა მერაბიშვილის თქმით, საბავშვო ბაღები სწავლებას 10 დღის შემდეგ განაახლებენ. ქვეყნის მასშტაბით სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 4 ოქტომბრიდან აღდგა
ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების ბოლო მაჩვენებელი კი შემდეგია:
1530 შემთხვევა,
მათგან 31 სამცხე-ჯავახეთშია.
ამავე პერიდოში კორონავირუსი დაამარცხა 1 848-მა პაციენტმა და გარდაიცვალა – 23.
რაც შეეხება ვაქცინაციას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში 12-დან 15 წლის მოზარდებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება დასაშვებია. ეს იმ პირებს ეხებათ, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან.
მისივე თქმით მოზარდების აცრა ამ ეტაპზე მხოლოდ “ფაიზერის” ვაქვინითაა შესაძლებელი.
ბოლო 24 საათის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3442-მა პირმა გაიკეთა, მათგან 10 სამცხე-ჯავახეთში.