საქართველოში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი იკლებს. ამასთან, ოფიციალური ,მონაცემებით, კვლავ მაღალია კოვიდდადასტურებული შემთხვევები და გარდაცვალების მაჩვენებელი. ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა დაბალია სამცხე-ჯავახეთშიც.
სამოქალაქო აქტივისტი, ტიგრან ტარზიანი, რომელიც ჯავახეთში ცხოვრობს გვეუბნება, რომ მოსახლეობაში ფართოდაა გავრცელებული ყალბი ცნობები და არასწორი ინფორმაცია ვაქცინის შესახებ, რაც თავის მხრივ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეც ახდენს გავლენას.