ინტენსიური თოვისა და უხვი ნალექის გამო საქართველოში, გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით,16:00 საათის მონაცემებით, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია.
მაღალი გამავლობის ტრანსპორტის გარდა, ყველა სხვა ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზეც. უწყების ცნობით, მიმდინარეობას გაწმენდითი სამუშაოები.