სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების კოვიდკლინიკაში სულ 102 პაციენტი წევს. თავისუფალია 25 ადგილი ახალციხეში, ადიგენში – 6, ნინოწმინდაში – 23 და ბორჯომში – 30, – ინფორმაციას კლინიკებში გვიდასტურებენ.
ახალციხის კლინიკა “იმედის” მენეჯერის, მზია კაკოშვილის თქმით, კლინიკაში მოთავსებული 35 პაციენტიდან 8 რეანიმაციულ განყოფილებაშია, დანარჩენის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტთაგან სამი 6 წლამდე ბავშვია. მისივე თქმით, კლინიკას კიდევ 25 პაციენტის მიღება შეუძლია.
რაც შეეხება ბორჯომის კლინიკასა, დირექტორის ირაკლია დიასამიძეს თქმით, დაწესებულებაში კორონოვარუსულ ინფექციაზე 21 პაციენტი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, თავისუფალია 30 ადგილი.
რაც შეეხება ადიგენს და ნინოწმინდას, კლინიკების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ ადიგენში სულ 24 პაციენტია მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში. მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკას კიდევ 6 პაციენტის მიღება შეუძლია. 23 პაციენტის მიღება შეუძლია ნინომწინდის კლინიკა ევექსსაც, აქ სულ 45 საწოლი აქვთ.