Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

შშმ პირების დასაქმება და ბარიერები

February 22, 2022

არასამთავრობო ორგანიზაცია “ბილიკის” ხელმძღვანელის ინფორმაციით, დასაქმების სააგენტოში საქართველოს მასშტაბით, სულ 1000 -ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული, რომელთაგან მხოლოდ 1 %-ია დასაქმებული.

ამ მოცემულობის გაუმჯობესებისა და შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობისთვის, რამდენიმე რეგიონში სამუშაო შეხვედრა შედგა. მათ შორის – ახალციხეშიც.

ორგანიზატორის, მარიკა მღებრიშვილის თქმით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ის საჭიროებები, რეკომენდაციები და უცხო ქვეყნების მაგალითები, რისი საშუალებითაც ისინი შეძლებენ შშმ პირების დასაქმებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგან.