«თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!»— ამ სიტყვებით დაწყებული პუტინისადმი მიძღვნილი “პატრიოტთა ალიანსის” წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი ბორჯომის საკრებულოს დეპუტატია. ის საკრებულოში “პატრიოტთა ალიანსის” კვოტითაა წარმოდგენილი.
ტატიანა მარტინენკოსთან დაკავშირებას ჩვენი რედაქცია დილიდან ცდილობს, თუმცა დეპუტატი ჩვენ ზარებს არ პასუხობს. ტელეკომპანია ბორჯომთან გაკეთებულ კომენტარის მიხედვით კი ის თვლის, რომ ციტატა: “რუსეთისთვის ოკუპანტის ძახებამ ქვეყნის ტერიტორიების 22 % დაგვაკარგვინა.”
«თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!» — «პატრიოტული» წერილი პუტინს საქართველოდან
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინს ღია წერილით 30 ივლისსაც მიმართა, სადაც ინაშვილი პუტინს კვლავ ურთიერთობის დათბობას თხოვდა. ( «ქართველობა» «პატრიოტთა ალიანსი» და წერილი პუტინს )