24 თებერვალს როსკომნადზორმა 10 მედიასაშუალებას მოსთხოვა უკრაინასთან ომის შესახებ „არაზუსტი ინფორმაციის“ წაშლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაბლოკვით დაემუქრა.
უწყების ცნობით, ეს გამოცემები აქვეყნებენ “სინამდვილესთან შეუსაბამო” ინფორმაციას რუსული ჯარების მიერ ქალაქების დაბომბვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ. როსკომნადზორის პრეტენზიები ასევე გამოწვეული იყო „მასალებით, რომლებშიც მიმდინარე ოპერაციას უწოდებენ თავდასხმას, შეჭრას ან ომის გამოცხადებას“.
ავტორი: ცოტნე ყურაშვილი